სპორტი
23.10.2019 10:44
გორელი ტალანტის გამარჯვება ბირთვის კვრაში
გორელი ბირთვის მკვრელი გიორგი ყეინაშვილი ახალციხეში გამართული ღია პირველობის გამარჯვებული გახდა!
გიორგიმ ბირთვი 16,95 მეტრზე გადააგდო და ფავორიტის სტატუსი რომელიც შეჯიბრების წინ მიანიჭეს, გამარჯვებით გაამყარა.
ყეინაშვილი გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი გივი იაზბარიანი). ის მეტად პერსპექტიული სპორტსმენი გახლავთ და უკვე რამდენიმე მნიშვნელვანი შეჯიბრებაც მოიგო.
 
კვირის ამბები