საზოგადოება
13.11.2020 12:01
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 3 473 ერთეულით გაიზარდა და მთლიანობაში, 73 154 გახდა.

,,24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13, აჭარაში - 10, იმერეთში - 8, ქვემო ქართლში - 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 636 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები