საზოგადოება
12.11.2020 11:37
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან, 126 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან, 126 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა ვირუსის ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები დეტალურად განმარტა.

„დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. აქედან, 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი გვყავს 652, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 311 პირი, 8 658 ადამიანი კი, მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 506 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება  40 475 პირი,“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 2 358-მა პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა 33 მოქალაქე.

კვირის ამბები