საზოგადოება
11.11.2020 13:05
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ.
პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, დევნილი მეწარმეები მაქსიმუმ 7500 ლარით დაფინანსდებიან.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები იმ შემთხვევაში გადაეცემათ თუ მინიმუმ ერთი პირის დასაქმებას შეძლებენ.
განაცხადების მიღება, როგორც დევნილთა სააგენტოში (თამარაშვილის ქ. N15ა), ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp. Gov. Ge 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კვირის ამბები