უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 66 561-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 818 გახდა.
გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 656 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ 2 991 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.
მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი.