საზოგადოება
10.11.2020 11:12
ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან, 105 შიდა ქართლში დაფიქსირდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან, 105 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხოჯევანიშვილმა რეგიონების მიხედვით ვირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებლები დეტალურად განმარტა.

„დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 1 130 შემთხვევა, აჭარა - 653, იმერეთი - 463, ქვემო ქართლი - 90, შიდა ქართლი - 105, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 202, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 713. აქედან, 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი გვყავს 656, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3 066 პირი, 7 938 ადამიანი კი, მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 765 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 303 პირი,“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 2 348 პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა 22 მოქალაქე.

კვირის ამბები