შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტულად აქტიურ და ხალხმრავალ ლოკაციებზე საინფორმაციო ბანერები განთავსდა. პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა.
ბანერები განთავსებულია ლომჭაბუკის სკვერის, გორის ციხის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე სავაჭრო ცენტრების -„გუდვილისა“ და „სმარტის“ ტერიტორიაზე.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, ბანერების განთავსება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების ინფორმირებას და შიდა ქართლის რეგიონში არსებული ძეგლების და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება