საზოგადოება
09.11.2020 01:07
დღეიდან, გორში და კიდევ 6 ქალაქში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა

კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვნად მატების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.  

აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 7 ნოემბერს მიიღეს გადაწყვეტილება. სხდომას, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა, მთავრობის ხელმძღვანელი გიორგი გახარია უძღვებოდა.

საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერს, ვიცეპრემიერს და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსული ინფექცია გასულ კვირაში დაუდასტურდათ.

კვირის ამბები