უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, ქვეყანაში გამოვლენილია კოვიდ-19-ის 57 753 შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირების 14 680 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 7 110 პირი ბინაზე მკურნალობს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, გარდაიცვალა კიდევ 34 ადამიანი. თბილისში - 14 პაციენტი, აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, კახეთში - 1 ადამიანი. მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაიცვალა 475 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2 901 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.