საზოგადოება
07.11.2020 15:57
ნოემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსის ინფექციის პიკი იქნება - ამირან გამყრელიძე

ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას დადგენილი რეკომენდაციების დაცვისკენ.

„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება, ის უკან არ იხევს. ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება. გვექნება შემთხვვების ზრდაც. ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები - პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 852-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 441 შემთხვევაა დაფიქსირებული.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კვირის ამბები