უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 852-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39 773 გახდა.
გარდაიცვალა კიდევ 18 ადამიანი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 441 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 3015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ 2 859 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.
მართვით სუნთქვაზე იმყოფება 345 პირი.