მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში 120 პროექტი ხორციელდება. თითოეული პროექტის ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდე მერყეობს. გზების რეაბილიტაცია, გარეგანათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, სპორტული და გასართობის სივრცეების, სასმელი და სარწყავის სისტემების მოწყობა - ეს ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაიგეგმა/განხორციელდა. ინფორმაციას მიმდინარე წელს დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ყველა პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მათ განსახორციელებლად კი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 596 000 ლარი გამოიყო. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ პროექტების ნუსხას, რომლებიც მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების ნუსხა ასე გამოიყურება
გზების რეაბილიტაცია - ჭეჭელაანთ უბანი, ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, ახრისი, ქვემო არცევი, ციცაგიაანთკარი, ბერშუეთი, კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ზარდიაანთკარი;
კოტეჯის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა საყავრეში;
სავარგულებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ნაწრეტში;
გარეგანათების მოწყობა - ზარდიაანთკარი, ქვემო და ზემო სობისი, კარალეთი, პატარა გარეჯვარი, კარბი, დიდი მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი, ტირძნისი, ბროწლეთი, მეღვრეკისი, მარანა, ფლავი, ქვახვრელი, უფლისციხე, ყელქცეული, ძევერა, სათემო, ქიწნისი, შერთული, ბნავისი, დეგეულა, ოლოზი, ფუხაანთუბანი, წედისი, სვენეთი, არბო, ქორდი, ახალდაბა, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ზემო ხვითი, ქვემო შავშვები, შავშვები, წითელუბანი;
გზების მოხრეშვა - ქვემო რიეთი, ახალხიზა;
მასალის შეძენა სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობის მიზნით, ლულსა და წითელწყაროში; ხიდის მოწყობა მდინარე ტანაზე - სოფელ ორმოცში; მილების შეძენა სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობის მოწყობის მიზნით - ატენში (ჯებირი); მინი სპორტული მოედნის მოწყობა - სკრაში;
საბავშვო ბაღის გაფართოება და ეზოს მოწესრიგება - დიცი;
საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა - შინდისი;
საბავშვო ბაღის ეზოში ატრაქციონების მოწყობა - ხიდისთავი, ფხვენისი, ახალუბანი;
საბავშვო ატრაქციონების მოწყობა - ნადარბაზევი;
სავარჯიშო ინვენტარის შეძენა - ფლავისმანი;
სავარჯიშო სივრცის მოწყობა - ბერბუკი, ქვემო რეხა, ხელთუბანი, არაშენდა, ზეღდულეთი, თერგვისი;
ტრენაჟორების მოწყობა - ტყვიავი, ვარიანი;
საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება - მღებრიანი;
სანიაღვრე არხის მოწყობა - გუგუტიაანთკარი, კოშკა, დიდი გორიჯვარი, კოშკები, თედოწმინდა;
სარწყავი არხის გაწმენდვა და დაზიანებული ადგილების შეკეთება - ტინისხიდი, ოთარშენი;
სარწყავი არხის რეაბილიცია - ზემო რეხა, ბობნევი; სარწყავი არხის შეკეთება - პატარა ატენი; სარწყავი და სასმელი წყლის გაყვანილობისათვის მილების შეძენა - გარდატენი;
სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება - ქვემო ხვითი, წითელუბანი;
სასმელი წყლის პრობლემის გადაწყვეტა: სასმელი წყლის ორი სათავე ნაგებობის მოწყობა - ბიისი; სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია - ფიცესი, ქვემო შავშვები, ქვემო ბოშური; სასმელი წყლით უზრუნველყოფა - მღებრიანი; სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და გაყვანილობის მოწყობის მიზნით მასალის შეძენა - ღვარები;
სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და შიდა ქსელის მოწყობა - ტუსრები;
სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - გაგლოაანთუბანი, ლევიტანა;
სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა , შიდა ქსელში დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლა - ზემო ბოშური; სასმელი წყლის სისტემის ავზების შეფუთვა - მუმლაანთკარი; სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება - ყველაანთუბანი, ახალშენი; სასმელი წყლის სისტემის მოწყობა - ზემო ქსოვრისი, თხილნარა, ტამი;
გარკვეული საჭიროებები მოგვარდა შემდეგ სოფლებში:
საქონლის დასაწყურებელი კუთხის მოწყობა - პატარა ხურვალეთი; კორპუსების ეზოების მოწესრიგება - სათბურების დასახლება; საჭიდაო არენის მოწყობა - მერეთი; სკვერისა და მოსაცდელის მოწყობა - თორტიზა;
დეკორატიული კედლის მშენებლობა - ხიდისთავი; საჭიდაო არენის რეაბილიტაცია - ფხვენისი; სპორტული მოედნის მოწყობა - მეჯუდისპირი; წყალსაქაჩის მოსაწყობის მიზნით ტუმბოს და მილების შეძენა - პატარა გორიჯვარი; წყალარინების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაცია - დიდი ატენი;
სოფელში მისასვლელ გზის მოწესრიგება - მუმლაანთკარი, იფნარა, ველები;
სკვერის მოწყობა - აძვი, ჯარიაშენი, დიდი გარეჯვარი, ერგნეთი, ქვეში, ქერე, ფაბრიკის დასახლება;