საზოგადოება
06.11.2020 13:09
,,გორმედის“ ქსელში სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პირი, აღნიშნული პაციენტებიდან 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

,,გორმედის“ ქსელში სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პირი, აღნიშნული პაციენტებიდან 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,გორმედი“ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

GMnews-ი უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

,,გორმედის“ ქსელში ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მათგან, ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს (ამჟამად კოვიდკლინიკა) სტაციონარში მოთავსებულია 86 პირი, რომელთაგან 6 მართვით სუნთქვაზეა.

რაც შეეხება ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკას, კლინიკის იზოლირებულ კორპუსში (ამჟამად კოვიდკლინიკა) სტაციონარული მკურნალობა უტარდება კორონავირუსით ინფიცირებულ 60 პაციენტს, მათგან 4 პირი მართვით სუნთქვაზეა.

მთლიანობაში, ,,გორმედის“ ქსელში სტაციონარულ მკურნალობას გადის 146 კოვიდინფიცირებული პირი, აღნიშნული პაციენტებიდან 10 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტების გარდა, ,,გორმედის“ ქსელის გორის და ქარელის კლინიკები უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში აწვდიან  სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისებს.

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ კი სრული დატვირთვით, უსაფრთხო გარემოში, ყველა რეკომენდაციის დაცვით ემსახურება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირის ამბები