ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 51 993-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019 გახდა.
გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 ადამიანი, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 1.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 423 შემთხვევაა დაფიქსირებული.
2 775 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში- 177, გურიაში - 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში