ტურიზმი
05.11.2020 12:06
შიდა ტურიზმის გახსნიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტს 12 498 ვიზიტორი ეწვია

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ოქტომბრამდე გორს 12 498 ვიზიტორი ეწვია.

„შიდა ტურიზმის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გახსნიდან დღემდე 12 498 ვიზიტორმა გამოთქვა. აქედან 1 349 დამთვალიერებელი ივნისში გვსტუმრობდა, ივლისში - 2 731, აგვისტოში - 3 392, სექტემბერში - 2743, ოქტომბერში კი, 2283.

ტურისტებს შორის,  10 421 ადგილობრივი დამთვალიერებელი 2 077 კი, უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან მოიხსნა.  

 

 

კვირის ამბები