საზოგადოება
05.11.2020 11:55
ადგილობრივი თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“-ის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ნუსხას აქვეყნებს
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2020 წელს, გორის მუნიციპალიტეტს 13 სპორტული და 13 დასასვენებელი სივრცე შეემატა. ამავე პროგრამის ფარგლებში,
27 სოფელში მოეწყო გარეგანათების სამუშაოები. ამჟამად კი, საყავრეში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ინფორმაციას მიმდინარე წელს დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
„მოგეხსენებათ, ზემოხსენებული პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია. „სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ 2020 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ნუსხას:
სკვერი ჭალის დასახლებაში (ძმები რომელაშვილების ქ. #184 მიმდებარედ);
სპორტული სივრცე სტალინის გამზირი #10-ის მიმდებარედ;
დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე ფალიაშვილის ქ. #3 - ის მიმდებარედ;
სკვერის მოწყობა გორგასლის ქ. #5-სა და #6 კორპუსებს შორის;
სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა ელექტროფიკაციის დასახლებაში;
სკვერი გვერწითელის ქ #1 და ნადირაძის ქუჩის მიმდებარედ;
სკვერი და ტრენაჟორები მუსხელიშვილის ქუჩაზე;
სკვერი თოიძის ქუჩაზე;
სკვერი მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ;
ტრენაჟორები თიოძის ქუჩაზე;
ტრენაჟორები ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში;
ფანჩატური ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში;
სტადიონი თორტიზაში;
რაც შეეხება გარე განათების მოწყობის სამუშაოები 27 სოფელში განხორციელდა
(ქერე, კარბი, აძვი, ქვეში, ქვემო არცევი, მუმლაანთკარი, ახალუბანი, ახრისი, ციცაგიაანთკარი, ჯარიაშენი, ფხვენისი, ზემო ხვითი, შინდისი, ყელქცეული,თედოწმინდა, ტინისხიდი, ოთარშენი, ბროწლეთი, ტირძნისი, არაშენდა, საქაშეთი, ვარიანის მეურნეობა, ახალდაბა, ვარიანი, ხიდისთავი, ზეღდულეთი, ახალსოფელი.)
მინი სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცეები მოეწყო შემდეგ ლოკაციებზე:
სკვერი მეჯვრისხევში;
მინი სპორტული მოედანი სკრაში;
მინი სპორტული მოედანი ბეთლემში;
მინი სპორტული მოედანი დიცში;
სკვერი და ტრენაჟორები ტინისხიდში;
სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე ქვახვრელში;
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ქიწნისში“ - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები ატენში;
მინი სპორტული მოედანი ზემო ხვითში;
მინი სპორტული მოედანი ბოშურში;
დასასვენებელი სივრცე და ტრენაჟორები ფლავში;
GMnews-ის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა პირველი საბავშვო ბაღის რემონტი კარალეთში, სპორტული მოედნი შემოიღობა ტყვიავში, საყავრეში კი, სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
კვირის ამბები