საზოგადოება
22.10.2019 12:32
ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც GMnews-თან საუბრისას ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, ნუგზარ მძინარაშვილმა განაცხადა, სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე დასრულდება და სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრება.

„მიმდინარე პროექტი სამი ბასეინის შევსებას და სისტემაში გაშვებას ითვალისწინებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ სათავე-ნაგებობაში დაგროვილი წყლის დებეტი საშუალებას მოგვცემს სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოთ. მოგეხსენებათ, უკვე დასრულებულია გამრიცხველიანების პროცესი და სისტემის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობა მოხმარებული წყლის საფასურს, სწორედ მრიცხველის ჩვენების მიხედვით გადაიხდის“, - გვითხრა ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა.

პროექტისთვის საჭირო 335 689 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 80“-მა სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს,  

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რომელიც სოფელ ბობნევში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 1965 წელს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2017-2018 წლებში განხორციელდა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, სათავის შემკრებ ჭაში მოულოდნელად წყლის დებეტმა იკლო. შესაბამისი კვლევებით დადასტურდა, რომ წყლის დაკარგვა სათავე ნაგეგობობის ერთ-ერთი ამორტიზირებული კედლიდან წყლის გაჟონვამ გამოიწვია.

 

კვირის ამბები