ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 2 401 ახალი შემთხვევიდან, საქართველოში, მთლიანობაში, კოვიდ 19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 49 218 გახდა, თუმცა, პარალელურად, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2 289 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 33 459 გახდა, შესაბამისად, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 15 759 აქტიური შემთხვევაა.
ინფიცირებულთაგან 638 მძიმე პაციენტია, მათ შორის, 293 პირი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, გარდაცვლილია 401 ადამიანი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში