გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განვითარებისთვის გრანტები გადაეცემათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
GMnews-ის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება კი, დაინტერესებულ პირებს შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ;
განაცხადის გაგზავნა, ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე – geo – drc@drc.ngo.