საქართველოში დადასტურებული კოვიდინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 133 შიდა ქართლში გამოვლინდა, რეგიონში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 პაციენტიდან, ერთი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებია.
„დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისი - 989, აჭარა - 387, იმერეთი - 387, ქვემო ქართლი - 166, შიდა ქართლი - 133, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 97, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 33, სამცხე-ჯავახეთი - 29.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. აქედან, 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტი გვყავს 569, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი.
2 428 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 457 პირი კი, მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი,“ - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.