დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს. ამასთან, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთივე სანქციები და რეგულაციები, როგორიც მოქმედებს დახურულ სივრცეში - ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა. გარდა ამისა, ყველა მოქალაქე ვალდებულია, პირბადის გამოყენების წესი სრულად დაიცვას, რაც გულისხმობს შემდეგს - პირბადე უნდა გვიფარავდეს როგორც პირს, ასევე, ცხვირსაც,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება