22.10.2019 12:15
მეექვსე საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მეექვსე საჯარო სკოლაში მიმდინარე სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. ამ ეტაპზე, ობიექტზე იატაკის დაგებისა და კედლების შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსწავლეებს განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლებათ. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპორტული დარბაზის გარდა, სასწავლო წლის დაწყებამდე სველი წერტილების რეაბილიტაციაც განხორციელდა. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 130 058 ლარი შეადგინა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 2019 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ 22 სკოლის რეაბილიტაცია დაგეგმა. ამ დროისთვის, პროექტების უმრავლესობა დასრულებულია. სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში, 1 516 739 ლარი გამოიყო.