საზოგადოება
03.11.2020 11:15
საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 522-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, სულ, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633 გახდა.

გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 362 შემთხვევაა დაფიქსირებული.

1 943 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

კვირის ამბები