საზოგადოება
02.11.2020 22:32
პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდათ

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 2 დღის წინ, მას შემდეგ გადავიდა, როდესაც მისი დაცვის თანამშრომელს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილსაც. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობა სახლში პირობებში უტარდება.

კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც.

კვირის ამბები