საზოგადოება
02.11.2020 17:31
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუშაობას პირველ დეკემბრამდე დისტანციური რეჟიმით აგრძელებს

კორონავირუსისს გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირველ დეკემბრამდე მუშაობს დისტანციური რეჟიმით, - აღნიშნულ განცხადებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც GMnews-ს დაწესებულების ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუმარტა, მიზეზი ადამიანების თავშეყრის არიდებაა და ვინაიდან, კანონი დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, რესურსცენტრის თანამშრომლები საქმიანობას სახლიდან განაგრძობენ.

„ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირველ დეკემბრამდე მუშაობს დისტანციური რეჟიმით. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, წერილი/განცხადება შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მეშვეობით: gori@mes.gov.ge

კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე - პედაგოგები: 577922505; 577275015

იურისტი: 595885460; ფინანსისტი: 577091777; აუდიტი: 577950075 რესურსცენტრის უფროსი: 551006111“, - აღნიშნულია რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები