შიდა ქართლში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„შიდა ქართლის რეგიონში, ბოლო 24 საათში, კოვიდინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფიცირებულთა ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ამჟამად, რეგიონში გვაქვს კოვიდინფიცირების 948 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 483 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები კი, მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა178 პირი, ხოლო ამჟამად, თვითიზოლაციაში რჩება 1417 ადამიანი.