22 ოქტომბერი წელიწადის 295-ე დღეა. თანამედროვე კალენდარზე, ამ რიცხვში ხის დარგვის საერთაშორისო დღეა მონიშნული. თარიღი 1874 წელს, ამერიკელმა ბოტანიკოსმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტერლინგ მორტონმა დააარსა, რომელიც თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზგასმით საუბრობდა ხეებისა და ტყეების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ.
GMnews-ი გარემოსდაცვითი განათლების ფარგლებში გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს საქართველოს ტყეების შესახებ:
- ტყეებს საქართველოს ტერიტორიის 40 % უჭირავს, აქედან 98% მთის ტყეებია;
- საქართველოს ტყეები ყოველწლიურად დაახლოებით 180-190 მილიონ ტონამდე ჰაერის მტვერს ფილტრავს, შთანთქავს 41,5 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 36 მილიონ ტონა ჟანგბადს;
- საქართველოს ტყეებში გავრცელებული სახეობებიდან, ყველაზე დიდი ოდენობით ჟანგბადს ალვის ხე გამოყოფს.
- საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია;
- საქართველოს ტყეების ბუნებრივი უნიკალურობა აღიარებულია ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ