დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 696 პაციენტი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 42 579-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გეტყვით, რომ ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. სულ გვაქვს 342 გარდაცვალების შემთხვევა.
რაც შეეხება ახალი შემთხვევები სრეგიონები სმიხედვით გადანაწილებას, მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისი - 650, აჭარა - 389, იმერეთი - 441, ქვემო ქართლი - 68, შიდა ქართლი - 51, გურია - 28, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 114, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13 შემთხვევა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. აქედან, 4 293 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. ქვეყნის მასშტაბით, მძიმე პაციენტი არის 519, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 236 პირი, 8 882 პაციენტი კი, მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გადაყვანილია 2 977 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი, დღეის მდგომარეობით, 29 876 პირი იმყოფება.