თქვენი მადლიერებაა ჩვენი ჯილდო, დაღლას რომ გვავიწყებს და ახალი ენერგიით გვავსებს, - აღნიშნულის შესახებ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს (ამჟამად სპეციალიზებული კოვიდკლინიკა) ხელმძღვანელი, ექიმი თერაპევტი ინგა მაისურაძე წერს და მადლიერი პაციენტების წერილებს აქვეყნებს (იდენტიფიცირების გარეშე).
,,ასე გვემშვიდობებიან ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტები. ვკითხულობ მათ წერილებს და გული სიხარულით მევსება, თქვენი მადლიერებაა ჩვენი ჯილდო, დაღლას რომ გვავიწყებს და ახალი ენერგიით გვავსებს. ათასი მადლობა პირადად ჩემგან სრულიად მედპერსონალს, ვამაყობ თქვენით”, - წერს ინგა მაისურაძე.
წერილები სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები პაციენტებისგანაა - ქუთაისი, ახალციხე, ზესტაფონი, გორი - ხაშურის კლინიკაში, რომელიც ამჟამად 90 საწოლზე გათვლილ სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.
,,მე ვარ ქუთაისიდან, თქვენს კლინიკაში ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს მოვხვდი ჩემს 82 წლის მამათილთან ერთად. ძნელია, სიტყვებით გადმოვცე ის შეგრძნება, შიში, ემოციები, რაც ამ ყველაფერს წინ უძღოდა. 3 საათიანი ტრანსპორტირება ქუთაისიდან ხაშურის ,,გორმედის“ კლინიკამდე და ცრემლშეუმშრალი თვალები...
დღეს იმედის თვალებით ვხედავ სამყაროს. მინდა, თითოეულ თქვენს თავგანწირულ, გმირ თანამშრომელს მადლობა ვუთხრა დღევანდელი დღისთვის, დაუღალავი შრომისთვის, თქვენ ხართ დღევანდელი საქართველოს გმირები...“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ წერილში.