საზოგადოება
01.11.2020 09:58
წინასწარი მონაცემებით, გორის #15 მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილი ლიდერობს

ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, გორის #15 მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ხოჯევანიშვილს ამომრჩეველთა ხმების 56.28% აქვს მიღებული, 28.07 % მიიღო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.8 %, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 26.07 % აქვს.

კვირის ამბები