საზოგადოება
31.10.2020 18:44
გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 45.2% გამოცხადდა

გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში, 17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 45.2% გამოცხადდა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორისა და კასპის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან ისაკაძემ განუცხადა.

რაც შეეხება უშულოდ, კენჭისყრის პროცესს, ისაკაძის თქმით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

„17:00 საათის მდგომარეობით, გორი-კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში ხმის მისაცემად 43 382 მოქალაქე გამოცხადდა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლებია. პროცენტულად ეს რიცხვი 45.2% -ია. რაც შეეხება დარღვევებს, გეტყვით, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. მართალია, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა მცირე, პროცედურული დარღვევები, მაგრამ არცერთი მათგანი განსაკუთრებული არ არის“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ლევან ისაკაძემ.

კვირის ამბები