გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მიმდინარეობს უჩვეულოდ მშვიდად, დღევანდელი დღე ჩაივლის ისეთივე მშვიდ ვითარებაში, როგორი მშვიდიც იყო საარჩევნო გარემო გორში აქამდე, - აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წარმომადგენელმა და პარტიის სპიკერმა გორში გელა კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველო დღეს, საღამოს ცხრა საათიდან მილოცვების მიღებას დაიწყებს.
,,აქტივობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ დღის ბოლომდე კიდევ არის დრო, ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი ხალხი მოვა არჩევნებზე და დააფიქსირებს საკუთარ ნებას. ოპოზიცია ემზადება სტვენისთვის, ქუჩაში გასვლისთვის, თუმცა, გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მიმდინარეობს უჩვეულოდ მშვიდად, დღევანდელი დღე ჩაივლის ისეთივე მშვიდ ვითარებაში, როგორი მშვიდიც იყო საარჩევნო გარემო გორში აქამდე. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი, ისევე, როგორც მთლიანად, ,,ქართული ოცნება“, დღეს ცხრა საათიდან დაიწყებს მილოცვების მიღებას“, - განაცხადა გელა კაპანაძემ.