გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილის ინფორმაციით, გამოჯანმთელდა 2 881 პაციენტი.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. საერთო ჯამში, ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 38 936-ს ფაქტი
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75; შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. აქედან 4 136 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, ქვეყნის მასშტაბით არის 511 მძიმე პაციენტი, აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 208 პირი. კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 2 245 მოქალაქე, 9 531 ინფიცირებული კი, მკურნალობს ბინაზე.
დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 3 001 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, 30 467 პირი იმყოფება.