საზოგადოება
31.10.2020 11:31
10 საათის მონაცემებით, შიდა ქართლის ოთხივე ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 8%-ს აჭარბებს

10 საათის მონაცემებით, შიდა ქართლის მასშტაბით მოქმედი საოლქო საარჩევნიო კომისიების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობა 8%-ს აჭარბებს.

GMnews-ის ინფორმაციით, გორში საკუთარი პოლიტიკური ნება ამომრჩევლის 8.2%-მა გამოხატა, კასპში - 8.29%; ხაშურში - 8.7%, ხოლო ქარელში საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის 8.5% გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიღო და საღამოს 8 საათზე დაიკეტება.

კვირის ამბები