გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხოჯევანიშვილმა ხმა გორის #1 საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა და მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, მოვდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და მხარი დაუჭირონ სასურველ კანდიდატსა და პოლიტიკურ სუბიექტს“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება