საზოგადოება
31.10.2020 10:45
თერმოსკრინინგს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები გაივლიან
თერმოსკრინინგს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები გაივლიან, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდება და ხუთი წუთის გადამოწმების შემდეგ იგივე ტემპერატურა ექნება, შენობაში არ დაიშვება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, მთელი დღის განმავლობაში, უბანზე იმუშავებენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. ცესკო-ს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირები (კარის სახელურები, სამუშაო მაგიდის ზედაპირები და აშ.) სამ საათში ერთხელ უნდა დამუშავდეს სათანადო წესით.
კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ, ბიულეტენების დათვლისას, მთვლელები მაგიდასთან ისე უნდა განთავსდნენ, რომ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩდნენ. კენჭისყრის შენობაში უფლების მქონე დანარჩენი პირებმა ადგილი უნდა დაიკავონ მთვლელებისგან ორი მეტრის მოშორებით, ისე რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და დახარისხების პროცესზე შეძლონ დაკვირვება.

დღეში რამდენჯერმე უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია. კენჭისყრის დღეს, შენობები უზურუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დამლაგებლებით, პირბადეებით, დამცავი ფარებით და ერთჯერადი ხელთათმანებით. საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, კენჭისყრის შენობა უნდა დალაგდეს და დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის.
კვირის ამბები