უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკულ ტალანტშოუში მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი პოპულარული კონკურსის შესარჩევი ტური, პატარა ვირტუოზმა შემსრულებელმა წარმატებით გადალახა. როგორც ალექსანდრე ამბობს, შოუს მონაწილედ უკვე დაამტკიცეს და ორგანიზატორებისგან ოფიციალურ მიწვევას უახლოეს დღეებში ელოდება.
„ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბარიტონის, დავით ღვინიანიძის ფონდმა შესაძლებლობა მომცა, ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოვსულიყავი. მოგეხსენებათ, ამ პროექტში კლასიკური სიმღერები შევასრულე და გავიმარჯვე კიდეც. როცა ფინალისტად გამომაცხადეს, უზომოდ გამიხარდა. ჩემი და დედაჩემის ოცნება იყო, რომ აშშ-ში მემღერა. რაც შეეხება მომდევნო გამოწვევას - ამერიკულ ტალანტშოუს, ერთგულ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ჩემ ქვეყანას აქაც აუცილებლად ვასახელებ,“ - გვითხრა ალექსანდრე ზაზარაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება