მეათე მოწვევის პარლამენტს საქართველოს მოქალაქეები დღეს აირჩევენ. გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში უბნები 8 საათზე გაიხსნა. აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობისთვის 13 კანდიდატი იყრის კენჭს.
ლევან თარხნიშვილი - №2 - „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
ბადრი ბასიშვილი - №5 - საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაში“;
კობა მაზანაშვილი - №8 - ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ირაკლი ოქრუაშვილი - №17 - ,,ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო“;
ემზარ საბანაძე - №19 - ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“;
იოსებ ვარდანიძე - №20 - ,,საქართველო“;
ნანა აღორძინება - №21 - ,,თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“;
მარიამ ხორგუაშვილი - №30 - ,,შეცვალე საქართველო“;
ზაზა მეზვრიშვილი - №31 - ,,თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“;
ბესიკ ბოგველი - №32 - ,,სახალხო პარტია“;
გიორგი ხოჯევანიშვილი - №41 - ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;
ალექსანდრე ვაშაყმაძე - №44 - ,,ქართული იდეა“;
პაპუნა კობერიძე - №56 - ,,ლელო“.
გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 126 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის, 88 - გორის, 38 კი, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება გადასატან ყუთს, გორის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1 586 ამომრჩეველი ისარგებლებს. საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით სარგებლობის სურვილი 28 ოქტომბრამდე 1 586-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. რაც შეეხება კოვიდპაციენტებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, მათი რაოდენობაა 330, 290 ქალაქის, 40 კი, მუნიციპალიტეტის სპეც.უბნებზე
შეგახსენებთ, დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. პარლამენტი 150 წევრით დაკომპლექტდება - 120 პროპორციული, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.