მეათე მოწვევის პარლამენტს საქართველოს მოქალაქეები დღეს აირჩევენ. როგორც GMnews-ს გორის საოლქო საარჩევნო კომისის ხელმძღვანელმა, მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულყოფილად მომზადებული შეხვდა არჩევნებს.
„მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პირობებში, დღეს, სხვა წლებისგან საკმაოდ განსხვავებული საარჩევნო პროცესი გველოდება, თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ვფიქრობ, ამომწურავი საინფორმაციო კამპანია აწარმოა უშუალოდ კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ დონეზე, მაქსიმალურადაა დაცული როგორც საარჩევნო მოხელეების, ისე ამომრჩევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დღეს, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიღება და საღამოს 8 საათზე დაიკეტება. გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში სულ 126 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის, 88 - გორის, 38 კი, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება