საზოგადოება
30.10.2020 15:21
გორის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1 586 ამომრჩეველი ისარგებლებს

გორის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1 586 ამომრჩეველი ისარგებლებს, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

„მოგეხსენებათ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნის ვადა 28 ოქტომბერს ამოიწურა. ჩვენს საარჩევნო ოლქში, აღნიშნული სერვისით სარგებლობის სურვილი 1 586-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. რაც შეეხება კოვიდპაციენტებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 330 გახლავთ - 290 ქალაქის, 40 კი, მუნიციპალიტეტის სპეც.უბნებზე“, - განაცხადეს GMnews-თან საუბრისას გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საპარლამენტო არჩევნები გარკვეული რეგულაციების დაცვით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კოვიდპაციენტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი (ასევე, იმ კოვიდდადებითი მოქალაქეებისთვის, ვინც ბინაზე მკურნალობს) ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის შეთავაზების სერვისი დანერგა. როგორც გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული.

კვირის ამბები