საზოგადოება
30.10.2020 15:14
ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

მეათე მოწვევის პარლამენტს საქართველოს მოქალაქეები ხვალ აირჩევენ. როგორც GMnews-ს გორის საოლქო საარჩევნო კომისის ხელმძღვანელმა, მალხაზ მირუაშვილმა განუცხადა, წინასაარჩვენო პროცესი, რაც ადმინისტრაციულ მხარეს გულისხმოს, გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა ხვალ დაგეგმილი არჩევნების ჩასატარებლად.

„მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის პირობებში, სხვა წლებისგან საკმაოდ განსხვავებული საარჩევნო პროცესი გველოდება, თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ვფიქრობ, ამომწურავი საინფორმაციო კამპანია აწარმოა უშუალოდ კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ დონეზე, მაქსიმალურადაა დაცული როგორც საარჩევნო მოხელეების, ისე ამომრჩევლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები ხვალ, 31 ოქტომბერს, დილის 8 საათზე გაიღება და საღამოს 8 საათზე დაიკეტება. გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოქლქში სულ 126 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, მათ შორის, 88 - გორის, 38 კი - კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

კვირის ამბები