საზოგადოება
30.10.2020 12:16
შიდა ქართლში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი ხაშურის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 12 პაციენტიდან ერთ-ერთს მკურნალობა შიდა ქართლში უტარდებოდა.

აღნიშნული პაციენტი ხაშურის სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შეიყვანეს და შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი.

GMnews-ის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ქალი ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  2 906 პაციენტი.

კვირის ამბები