სპორტი
22.10.2019 10:43
გორელი კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს
გორელი კალათბურთელი თენგო გოგიშვილი ევროპის 15 წლამდე კალათბურთელთა ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს!
15 წლამდელთა ევროპის ლიგის პირველი წრე რიგაში (ლატვია) გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 5 ჩატარებული შეხვედრიდან ოთხში გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ყველა მატჩში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად თენგო გოგიშვილი მოგვევლინა.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კალათბურთის სექციის აღზრდილი გოგიშვილი (მწვრთნელი დათო რუსიშვილი) დიდი ხანია ნაკრების თავკაცთა თვალთახედვის არეშია და ნაყოფიერდაც ირჯება.
ბოლო ტურის მატჩში, რომელშიც ქართველმა კალათბურთელებმა პოლონელი თანატოლები დაამარცხეს, თენგომ 15 ქულა დააგროვა. მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც აღვნიშენთ იგი მთლიანად პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
პირველი წრის შედეგების მიხედვით კი საქართველოს 15 წლამდელთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის 15 წლამდე კალათბურთელთა ლიგის მეორე წრე 17-19 იანვარს გაიმართება.
კვირის ამბები