საზოგადოება
29.10.2020 13:10
წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიაა

წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას I-XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 200-240 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 31 დეკემბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 2021 წლის 18 იანვარია მითითებული.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

 

კვირის ამბები