„გორმედის“ ქსელში მოქმედი 4 კლინიკიდან 2 სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში არსებული 135 ადგილიდან ყველა დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს „გორმედის“ ადმინისტრაციაში განუცხადეს.
სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში მოთავსებული 135 პაციენტიდან 4 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. აღნიშნული პაციენტი ასაკოვანია და კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.
დღეს დადასტურებული 1 709 შემთხვევიდან შიდა ქართლში 125 დაფიქსირდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება