საზოგადოება
29.10.2020 12:16
საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევიდან 125 შიდა ქართლში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევიდან 125 შიდა ქართლში დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდაქტიური შემთხვევა არის 18 364.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 16 904-მდე.

ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 4 209 პაციენტი, აქედან მძიმე პაციენტი გვყავს 511. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 2 346 ადამიანი, 11 809 მოქალაქე კი, მკურნალობს ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 პირი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კვირის ამბები