საზოგადოება
29.10.2020 11:17
მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს - ეკატერინე ტიკარაძე

მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები