ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 075 პაციენტი და მთლიანობაშ, ქვეყანაში კოვიდინფექცია 16 904-მა პირმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 273-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი, 2 346-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება