ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 26 ოქტომბერს, 12 საათზე გორელი ველომოყვარულები მარათონს გამართავენ. კამპანიის ფარგლებში, შეჯიბრის მონაწილეები საკუთარი ველოსიპედებით გორის ციხეს შემოუვლიან. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები გორის მუნიციპალიტეტის მერია და სამხარეო ადმინისტრაცია არიან.
სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა 15 წელს გადაცილებულ ყველა მსურველს შეუძლია. ველომარათონის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი