საზოგადოება
28.10.2020 16:16
შიდა ქართლში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 320 პირი რჩება.

„შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე კი, მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ამჟამად რეგიონში გვაქვს კოვიდინფიცირების 640 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას გადის 318 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 70 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1 320 ადამიანი“, - აცხადებენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კვირის ამბები